მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 70 წლის მამაკაცი მეთევზე იყო.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის სახლიდან 45 დღის წინ სათევზაოდ გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე ნაპოვნია ანკესი და სათევზაო ინვენტარი.