თბილისში დღის მეორე ნახევარში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი

10:44 03-09-2018
294

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, თბილისში, დღის მეორე ნახევრიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც გვაზავამ პრაიმტაიმს განუცხადა, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ქარი იქროლებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იქნება. თბილისსა და კახეთში 4-5 სააათის შემდეგ არის ძლიერი ქარი მოსალოდნელი და დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი დასავლეთის მიმართულებით - განმარტა სამმართველოს უფროსმა.

ავტორი: