ოპოზიციურმა პარტიებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა აქციით მოითხოვეს

13:00 03-09-2018
101

ოპოზიციური პარტიების და მათი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. 

აქციაში თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები ლეიბორისტები ნაციონალური მოძრაობა, ეროვნული დემოკრატები და ახალი საქართველოს წევრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა გააპროტესტეს და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოსვენება მოითხოვეს.  

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდეს რუსული ჩექმა და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას  მიადგეს რაიმე სახის ზიანი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პერმამენტული აქციები გავმართოთ ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა. 

 

 

სესე კოპალეიშვილი