გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ მავნებელთან, ფაროსანასთან საბრძოლველად ხელისუფლების სტრატეგიასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება მათ გასანადგურებლად, აქტიურად მუშაობს.
"ერთი განადგურებული ფაროსანა, პოტენციურად 200 ფაროსანას ანადგურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ მდედრ ფაროსანას პოტენციურად 200 ფაროსანას შექმნა შეუძლია, ამიტომ დათბება თუ არა, აქტიურად ვიმუშავებთ მათ გასანადგურებლად", - განაცხადა მინისტრმა.