"პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას..." - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი იქნება

13:34 03-09-2018
95

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ მედეა მეტრეველთან ერთად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტს წარადგენს, რომელიც ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრიის სტატუსით დასწრებას გულისხმობს.  

მინისტრმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა საქართველოს დაეხმარება მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინოს თავისი კულტურა.

"ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის. ამ პროექტმა მეტი აქტუალობა შეიძინა იმ კონტექსტში, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ბევრი კითხვა ისმის. ეს პროექტი ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას", - განაცხადა გიორგაძემ.

ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტების წევრები, მწერლები, გამომცემლები, ლიტერატორები, დიპლომატიური და კულტურული ინსტიტუციის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

ნინო რაზმაძე