ოპოზიციამ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და ამ განცხადებას სუსტი უწოდა.
კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძემ პრემიერის განცხადებას დროულს უწოდებს.
"საქართველოს მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც დღეს გააჩნია საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება ამ საკითხის სიმძაფრის და მნიშვნელობის ხაზგასასმელად ნამდვილად დროული იყო", - განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის რუსეთის ფედერაციას დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისა და აღდგენისაკენ მოუწოდებს.
ნინო რაზმაძე