“სითი პარკის” ოფისის წინ, საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები შენობის წინ ამ წუთებში იკრიბებიან.
ინიციატივა აქციის ჩატარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
"შეწუხდით პარკინგის ინფრასტრუქტურის არარსებობით? შეწუხდით სითი პარკის თარეშითა და ძალადობით? პარასკევს 5 საათზე მივდივარ აქციაზე, გელით თქვენც. მეგობრებო უკლებლივ ყველა აქციაზე… სითი პარკი მოძალადეა!!! შეწყდეს კანონიერი ძარცვა!!! შექმენი ინფრასტრუქტურა რომ არ დავარღვიო! სითი პარკი მძარცველია! შეწყდეს მანქანების გატაცება! დასრულდეს სითი პარკის თარეში! პირსისხლიანი სითი პარკი!
სითი პარკს ძალადობას არ შევარჩენთ! სითი პარკი – ტრანსპორტის რეკეტიორი! სითი პარკი-მოსახლეობის ტრანსპორტ-შანტაჟისტი! შეწყდეს ჩვენი ჯარიმებით სითი პარკის გამდიდრება! სითი პარკი – მე ვშრომობ, შენ მპარავ! არა სითი პარკის ჩასაფრებით ჯარიმებს! მთავრობავ! მოგვაშორეთ სითი პარკი!” – ასეთია აქციის ორგანიზატორთა პათოსი.