საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა "სითი პარკის" სერვისცენტრთან მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომპანიას ბევრი არაკანონიერი ქმედება აქვს ჩადენილი, თუმცა საქმიანობას არ წყვეტს.
ერთ-ერთ შემთხვევად მუსიკოსმა ის გაიხსენა, როდესაც კომპანია საჯარიმოზე ბავშვიანი მანქანის გადაყვანას ცდილობდა.
"თავმოყვარე კომპანია, ბავშვიანი მანქანის გატაცების შემდეგ, დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა", - განაცხადა ივერმა.
ამ წუთებში “სითი პარკის” ოფისის წინ, საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავს. ინიციატივა აქციის ჩატარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.