მეუფე შიო: ნებისმიერი ქმარი თუ ცოლს სცემს, არაკაცია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ვინც ბავშვი მოკლა ნატურალური ფაშისტია?

19:12 03-09-2018
30776
თეგები: მეუფე შიო

სრულიად საქართველოს პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. როგორც მეუფე შიომ შეხვედრაზე განაცხადა, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელია.

"ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როდესაც წელიწადში 40 ათასი ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ, ეს არაოფიციალურად. თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ, ჩვენ ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელია. სანამ ეს არ გამოსწოდება, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი გამოსწორდება, რადგან ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათასს. ამას არ ვუწოდებთ აგრესიას. ე.ი ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, რომ არ მოიკლას, ამაზე ხმას არავინ იღებს. რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს. როგორც ჩანს, ფული კეთდება და დიდი პარადიგმა არის მსოფლიო რაღაცა მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გეუბნებიან, ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა, რადგან ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით.

აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია, ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ სცემს, ის არაკაცია, დასასჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის ნატურალური ფაშისტია? ნიუნბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს, აგრესია დაიძლიოს. როგორ უნდა დაიძლიოს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ სამღვდელოება აღარ უნდა იყოს მარტო ტაძრებში, ეს ძველ დროს იყო, საბჭოთა დროს, მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა და მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან გავიდეთ, ვიქადაგოთ და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც იქნება, ფსიქოლოგებთან ერთად, ფილოსოფოსებთან ერთად"- აღნიშნა მეუფე შიომ.