ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სამაშველოს გამოძახების მოთხოვნით 200-მდე ზარი განხორციელდა

20:19 03-09-2018
275

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75 სხვადასხვა რეგიონში.

უწყების ცნობით, თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონში.

მათივე განმარტებით, მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ ზარებს.