ავღანეთის შეარაღებული ძალების 24-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაჯგუფება თალიბანის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
თავდასხმა ავღანეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ფარაჰში განხორციელდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ადასტურებენ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ავღანეთის სამხედრო ძალები დაჯგუფება თალიბანის სამიზნე ხშირად არის. თავდასხმების დიდი ნაწილი კი სწორედ ფარაჰის პროვინციაში ხდება, რომელიც ირანს ესაზღვრება.