„ჯორჯიან მანგანეზი“ გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

11:43 03-12-2018
63

ზესტაფონის ფეროშერნადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა.

დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.  „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა. 

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.