"სიყვარულის" დეფიციტი აქვს პუტინს მოთხოვნით ვერ შევაშინებთ და ცოტა სითბო რომ გავცეთ იქნებ დაკარგული ტერიტორიებიც კი დაგვიბრუნოს" - ეკა ჩხეიძე

14:34 03-12-2018
479
თეგები: ეკა ჩხეიძე

მსახიობი ეკა ჩხეიძეარჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებითრუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გაგზავნილ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც  ქართველი კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ასმათ ტყაბლაძემ, ნუნუ გაბუნიამ, თეიმურაზ გვასალიამ, ზურაბ ყიფშიძემ, თამარ ჭოხონელიძემ, მაკა მახარაძემ,მარიკო კვალიაშვილმა, ირმა სოხაძემ, დავით ოქიტაშვილმა და ლია მიქაძემ, პრეზიდენტს, ღია წერილის სახით გაუგზავნეს:

პოლიტიკურია ეს საკითხი და ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობის და პოლიტიკოსების  წარმომადგენლების მოსაგვარებელი უფროა, ვიდრე კულტურის სფეროს მოღვაწეებისვფიქრობ, რომ პუტინს, ასეთი მოთხოვნით, ვერ შევაშინებთ, უფრო, დიპლომატიუირი მიდგომა გვჭირდება.

სავარაუდოდ, ამ სახით მიმართვასარანაირი შედეგი არ ექნება - ძალით ვერ ვერევით რუსებს და იქნებ სხვა გზა გამოვნახოთ. საქართველო და ქართველები, ყოველთვის ვახერხებდით რუსეთთან ურთიერთობას და ეხლა რატომ ვიქნევთ მხოლოდ მუშტებს, ეს ხომ მათთან არასოდეს ჭრიდა

ვფიქრობ, რომ  სიყვარულის დეფიციტი აქვს პუტინს და ცოტა, სიკეთე რომ გავცეთ, იქნებ, თბილად ნათქვამმა სიტყვამდაკარგული ტერიტორიებიც კი, დაგვიბრუნოს. მოთხოვნაზე კი, ჩემი აზრით, უკურეაქცია ექნება - ძალის გამოყენებით და მუქარით, რაც მივიღეთ სახეზეა - ამბობს ეკა ჩხეიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე