"მისი უწმინდესობა ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით..." - მამა შალვა

15:01 03-12-2018
103

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში განუცხადა. 

"მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება ილია მეორის მიერ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილს, დეკანოზი ამბობს, რომ საპასუხო გზავნილით დაიმედებულები არიან.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, – განაცხადა სასულიერო პირმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე