"სითი პარკთან" პირგასამტეხლოს გადახდა არ მოგვიწევს...." - ირაკლი ხმალაძე

11:29 03-13-2018
1458

თბილისის ვიცე მერის განცხადებით, თბილისის მერიამ აბსოლუტურად სამართლიანად შეუწყვიტა „სითი პარკს“ ხელშეკრულება.

ხმალაძის განმარტებით, კომპანიამ ერთადერთი ვალდებულება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება და შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა ვერ შეასრულა და 30%-ზე მეტი საქმე შეუსრულებელი დარჩა. 

მერია მოქმედებს ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ამიტომ პირგასამტეხლოს გადახდა არ მოგვიწევს. ჩვენ გვაწვს სამართლებრივად მყარი პოზიციები, ამიტომ სასამართლო დავის არ გვეშინია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტრბთან.

სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, ცნობილი დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა.

 

ნინო რაზმაძე