"სითი პარკს" შესაძლოა, თავად დაეკისროს პასუხისმგებლობა..." - ირაკლი ხმალაძე

11:54 03-13-2018
212

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, "სითი პარკს" შესაძლოა, თავად დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ამის შესახებ ვიცე-მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"საგარანტიო პასუხისმგებლობა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურები იქნება გასატარებელი. მოლაპარაკებები ორმხრივ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

"სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, ცნობილი დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა.

 

ნინო რაზმაძე