"მადლობა კახა კალაძეს, რომ შეწყვიტა "სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება..." - დავით მათიკაშვილი

12:02 03-13-2018
113

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი თბილისის მერს, კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მადლობას უხდის. 

"მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს, იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა "სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მიერ დატოვებულ კიდევ ერთ ნეგატიურ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და საბედნიეროდ, მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს კაბალურ ვალდებულებებს. გამოვთქვამ იმედს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა გადაწყდება სამართლიანი და დედაქალაქელებისთვის მისაღები, რაციონალური რეგულაციების დაწესებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქის განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას", - აცხადებს მათიკაშვილი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე