"დარწმუნებული ვარ, "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტაში იურიდიული პრობლემები არ იქნება..." - მამუკა მდინარაძე

12:20 03-13-2018
96

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტაში იურიდიული თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება. 

"დარწმუნებული ვარ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება. კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.

თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ "სითი პარკი" არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა მდინარაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე