„მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი - ჩვენ. შესაშური ურთიერთობა გვქონდა. ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ რუსი მსახიობები, ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით სპექტაკლებზე, ოპერაში, ბალეტზე. რატო არ უნდა იყოს ურთიერთობა რუსებთან, რატომ, გამაგებინეთ! “ - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მსახიობი გურანდა გაბუნია.
მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ნანი ბრეგვაძეს და ამბობს, რომ დასანანია, როცა ასეთი დონის მომღერალს მოსკოვში კონცერტის გამართვისთვის ლანძარევნ.
„მთელი სიცოცხლე მღერის ეს ქალი, მსოფლიო მოვლილი აქვს და რატომ არ უნდა იმღეროს ახლა მოსკოვში. როგორ შეიძლება რუსული ენა არ იცოდე, პუშკინი არ იცოდე. ამას ვერ გავიგებ. ყველას თავისი აზრი აქვს...“ - ამბობს გურანდა გაბუნია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.