ე.წ. ციანიდის საქმე უზენაეს სასამართლოში ინაცვლებს

15:21 03-13-2018
100

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი მისმა უფლებადმაცველებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მესამე ინსტანცია მათ საჩივარს წარმოებაში მიუღებს და საქმეზე იმჯელებს. იმ შემთხვევაში თუ უზენაესმა სამართლომ პირველი და მეორე ინსტანცის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, დაცვის მხარე ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე