ტეილორ სვიფტის ახალი კლიპი "Delicate" სარეკლამო რგოლის "Kenzo"-ს პლაგიატად დაასახელეს

16:31 03-13-2018
419

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ, პირველდ გამოჩნდა ფოტოსესიაზე, შეყვარებილთან, ჯო ელვინთან ერთად. გუშინ კი, მისი ახალი კლიპის, Delicate-ს, პრემიერა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალი ნამუშევარი, საკმაოდ სახალისო გამოვიდა, სოციალურ ქსელში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრობლემა, ტეილორის კლიპის და Kenzo-ს ბრენდის, სარეკლამო ვიდეორგოლის, მსგავსება გახდა. 

2016 წლის, Kenzo-ს სარეკლამო რგოლში, მარგერეტ კუელი, ფინალში, უცნაურად ცეკვავს - ის გამოდის დარბაზიდან და იწყებს ცეკვას, ისე, თითქოს ვერავინ ვერ ხედავს -  კლიპს, 11 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. 

ტეილორის კლიპი,Delicate-ი, დაახლოებით იგივე სცენარია. მისი გმირი, სარკეში, მოულოდნელად შეამჩნევს, რომ უჩინარი გახდა და მისი ახალი გარემოება, საშუალებას აძლევს, იცეკვოს ისე, თითქოს ვერავინ ვერ ხედავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები, კომენტარებში, წერენ, რომ ტეილორის ცეკვის ილეთები, უფრო უცნაურია, ვიდრე მარგარეტის. 

ცოტა ხნის წინ, Kenzo-ს წარმომადგენლებმა, ტეილორ სვიფტი, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და სოციალური ქსელით, მიმართვა გაავრცელა:

გვესმის შენი ტეი, რთულია ყველგან პირველობა. დაგვირეკე და დაგეხმარებით- წერს Kenzo-ს ბრენდის ერთ-ერთი წარმომადგენელი.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე