საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, რა თემებს შეეხებიან შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში "ქართული ოცნების" სათაო ოფისში იწყება.
"ეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა. თემები ზუსტად არ ვიცით. რაც შეეხება გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას, მას იცნობენ არა მარტო ვანში და ხონში, არამედ მთელ საქართველოში. საკმაოდ წარმატებული პიროვნება იყო ხელოვნების სფეროში. ასევე საკმაოდ აქტიური გზა გაიარა საჯარო სამსახურში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის წევრებს ხვდება.
მიხეილ ჯანგიშერაშვილი