სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება (ვიდეო)

19:44 03-13-2018
3964
თეგები: ევროვიზია

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერის ვიდეორგოლს, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება.

წელს ევროვიზიაზე საქართველოდან ჯაზბენდი “ირიაო”, სიმღერით – “შენი გულისთვის” გაემგზავრება. 

სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება- მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

"ევროვიზია 2018"-ის 63-ე მუსიკალურ კონკურსს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს.

პორტუგალიას მასპინძლის სტატუსი კიევში ჩატარებულ ევროვიზიაზე პორტუგალიელი სალვადორ სობრალის გამარჯვებამ მოუტანა.

ცნობილია "ევროვიზია 2018"-ის ნახევარფინალებისა და ფინალების თარიღებიც. ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს გაიმართება. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე