"ქართული ოცნების" სახელით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს გივი ჭიჭინაძე იყრის

20:08 03-13-2018
74

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის. 

აღნიშნულ ოლქში ჭიჭინაძის წარდგენის საკითხი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებსაც დაუდასტურა. 

შეგახსენებთ, ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე