"ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტთან დაკაშირებით, "ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიასა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევფან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის ნარკოტიკებით ვაჭრობის ლობირება", - მიმართა ჯონდი ბაღათურიამ ლევან კობერიძეს, რაზეც ამ უკანასნკელმა უპასუხა, რომ ამას არ იზიარებს.
"მე არ გეუბნებით, რომ ფული გაქვთ ამაში აღებული. არ ვფიქრობ, რომ შენ გაქვს, მაგრამ სხვებს რომ ფული აქვს აღებული, ეს ვიცი", - განაცხადა ბაღათურიამ.
"მიმართე შესაბამის ორგანოებს, რადგან ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია", - უპასუხა კობერიძემ.