სააკაშვილი ნახსენები იყო იმ თვალსაზრისით იყო, რომ დეკანოზის უკრაინაში მოღვაწეობის დროს ექნებოდა მასთან ურთიერთობა და შეიძლება ე.წ ამ საქმეში იყოს ჩართული - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა.
ამას რომ სთხოვდნენ თავიდანვე იყო ცნობილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მას აღიარებას სთხოვდნენ, რომ დაესახელებინა მეუფე დიმიტრი. ამაში სიახლე არაფერი არ არის. სააკაშვილს რაც შეეხება, საუბარი იყო იმაზე, რომ დეკანოზს უკრაინაში მოღვაწეობის დროს ურთიერთობა ჰქონდა თუ არა, კონკრეტულად არ ვიცი. სააკაშვილი ნახსენები იყო იმ თვალსაზრისით იყო, რომ დეკანოზის უკრაინაში მოღვაწეობის დროს ექნებოდა მასთან ურთიერთობა და შეიძლება ე.წ ამ საქმეში იყოს ჩართული. სხვა არაფერი, ამაზე თავიდან იყო საუბარი - განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა. გვარამიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრის და მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის, დასახელებას სთხოვდნენ. მისივე თქმით, მას სთხოვდნენ ასევე ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიც.