სამოდელო სააგენტო, Victoria’s Secret-ის და Tom Ford-ის ბრენდების ტოპ-მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და ბრიტანელი მომღერალი, ზეინ მალიკი დაშორდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია, ვერსკვლავებმა, მეგობრებს განუცხადეს. წყვილის, 2 წლიანი რომანი, დასრულდა. ცნობილია, რომ ჯიჯი და ზეინი, ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ ურთიერთობებს, არ წყვეტდნენ. სავარაუდოდ, ამ ეტაპზეც, წყვილი, მეგობრებად დარჩა.
გუშინ, მუსიკოსმა, ზეინ მალიკმა, ინსტაგრამზე, პოსტი გამოაქვეყნა:
როცა ცხოვრება ლიმონს გესვრის, დაიჭირეთ და სახეში არღარ მოგხვდებათ- წერს ზეინი.
რამდენიმე ხნის შემდეგ კი ტვიტერზე დაწერა:
მე და ჯიჯის, წარმოუდგენელი სასიყვარულო ურთიერთობები და უამრავი ბედნიერი დღეები გვაკავშირებდა. მე ვამაყობ ჯიჯისთან ურთიერთობით და ვაფასებ მას, როგორც ქალს და როგორც მეგობარს - წერს ზეინი.
იგივე სოციალურ ქსელში, ტვიტერზე, ჯიჯიმ, პოსტს კომენტარით უპასუხა:
მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო - როგორც მეგობარი, ვაფასებ და მიყვარს. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის, მის გვერდით ვიქნები - წერს ჯიჯი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში, ზეინმა მკერდზე, ტატუ დაიხატა, რომელიც ჯიჯის, თვალების ასლია. გასულ წელს კი, გავრცელდა ინფორმაცია, წყვილის ნიშნობის შესახებ.