"პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება" - იან კელი ჟენევის ფორმატზე

15:38 03-14-2018
129
თეგები: იან კელი

ასეთი ტიპის ფორმატებში უმჯობესია ჩართულნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი საუბრობს. 

ელჩი ჟენევის ფორმატთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის მიდგომას იწონებს და ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს ამ მიდგომას. 

მიმაჩნია, რომ პრემიერ მინისტრს აქვს სწორი მიმართება და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამაში, - აღნიშნა იან კელიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ იმედგაცურებაზე, რომელიც ჟენევის ფორმატთან მიმართებაში არსებობს. 

ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული იმედგაცრუება, რადგან ვერ ხდება იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც ეს ფორმატი ითვალისიწნებს, იქნება ეს ბორდერიზაცია, თავისუფლად გადაადგილება თუ სხვ. პროგრესი ამ მიმართულებით ვერც ჩვენ და ვერც ქართული საზოგადოება ვერ დაინახა, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.