არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციას მომდევნო სასესიო კვირაში მივიღებთ - მამუკა მდინარაძე

16:30 03-14-2018
96

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს პარლამენტში კონსულტაციები არ შედგა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსულტაციების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

"კვირის ბოლომდე გავაგრძელებთ კონსულტაციებს. რეზოლუცია იქნება ეროვნული ინტერებიდან გამომდინარე მკაცრი, ასევე სამათლებრივად გამართული იქნება. ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ მომდევნო სასესიო კვირაში. მნიშვნელბა აქვს თითოეულ სიტყვას. აქედან გამონდინარე პროცესი გაგრძელდება",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე