ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ

16:54 03-14-2018
114
თეგები: ტერეზა მეი

ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ. "რია ნოვოსტის" ცნობით, პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსი დიპლომატების გაძევების მოთხოვნა დღეს გააჟღერა.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის საქმეზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. 

ტელეკომპანია Sky-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებას გააკეთებს. 

"დიდ ბრიტანეთს სურს, მიაწოდოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს ინფორმაცია სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილ იულიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის საქმეზე“, - იუწყება გამოცემა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე