"გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია პატრიარქის ავტორიტეტი და რეიტინგი ..." - საგანგებო განცხადება საპატრიარქოში

18:12 03-14-2018
169

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იძენს.

მიქაელ ბოტკოველმა დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საპატრიარქოს განცხადება საზოგადოებას გააცნო. 

არაერთხელ აგვვიღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ, მწვავე სახეს იღებს. რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 ილიონის და ჯიპების თემა. საარჩევნო კამპანიის მანძილზე, რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა ციანიდის საქმე. რატომ ხდება ასე? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათოლიკოს პატრიარქის მაღალი ავტორირეტი და რეიტინგი. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობების სწორად აღზრდისათვის. მიუღებელია, რომ ეკლესია პროტესტს უცხადებს ლგბტ თემის ნორმად გამოცხადებას, ნარკოლიბერალიზაციის სახიფათო ფორმებს და აზარტული თამშების პროპაგანდას, რომ იგი იღწვის მართლმადიდებლური სწავლებისათვის, - განაცხადა ბოტკოველმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე