პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები ეკლესიის პოლიტიკურ თამაშებში ჩართვასა და გამოყენებას ცდილობენ.
მიქაელ ბოტკოველმა დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საპატრიარქოს განცხადება საზოგადოებას გააცნო.
როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისათვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელელდეს უმაღლესი იერარქიის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნეს გამოყენებული. მივმართავთ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აყვნენ ცილისწამებებს, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ ბოროტ ქმედებს. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და ეს რას ემსახურება - განაცხადა პატრიარქის მდივანმა სპეციალურად გაკეთებულ ბრიფინგზე.
დეკანოზის განცხადებით, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. განხორციელებული ზეწოლები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში სპეციალური განცხადება გაკეთდა.