კურორტ საირმეში ქონების წართმევის შედეგად დაზარალებულები შამილ ოდიშარია, გია თომაშვილი და მათი ადვოკატი დიანა გოგინაშვილი პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავენ.
როგორც დაზარალებულება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადეს, ქონება 2010 წელს წაართვეს და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საქმე გამოიძიეს, თუმცა საქმე არ გახსნილა.
"საქმის ბოლომდე გამოძიება გარკვეულ პირთა ინტერესების გათვალისწინების გამო ფერხდება. ვითხოვთ, ბოლომდე გამოიძინო საქმე, გვცნონ დაზარალებულად. 2012 წლიდან შეტანილი გვაქვს განცხადება ამის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ჩვენც გვაინტერესებს, რატომ ჭიანურდება საქმის გამოძიება და რა პრიორიტეტებით იძიებს საქმეს პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი, რომელიც მსგავს საქმეებზე მუშაობს", - განაცხადა ადვოკატმა დიანა გოგინაშვილმა.
მისი თქმით, წართმეულ შენობაში დღეისათვის სასტუმროა განთავსებული, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თუ სამართლიანობა საქართველოში არ აღდგება, საქმე შეიძლება სტრასბურგში წავიდეს.