ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი სექტანტები - ჯონ ტრავოლტა "საენტოლოგიის" ეკლესიის მიმდევარი

14:06 03-15-2018
605

1911 წლის 13 მარტს, დაიბადა საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელი, ამერიკელი, ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 - 1986). სიტყვა „საენტოლოგია“ მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან Science“ - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა, ან მეცნიერებათმეტყველება.

ჰაბბარდმა, ინჯინრის განათლება მიიღო, თუმცა შემდგომ მწერლობას მიჰყო ხელი სათავგადასავლო - მეცნიერულ - ფანტასტიკურ ჟანრში. ერთ დროს, ის, ჰოლივუდშიც მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰაბბარდი ამერიკის ფლოტში მსახურობდა. ომის შემდეგ, კალიფორნიაში ჩავიდა და ნეო-სატანისტურ-ოკულტური სწავლებით დაინტერესდა. ამ სწავლებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ, დიდი გავლენა მოახდინა ჰაბბარდის სწავლებაზე, რომელიც დიანეტიკის სახელითაა ცნობილი.

1950 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ჰაბბარდის სტატია „დიანეტიკა - სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება“, რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა. ამის შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა წიგნი: „საენტოლოგიოა: აზროვნების საფუძვლები“, რომელშიც დიანეტიკა საენტოლოგიის ერთ-ერთ დარგად გამოცხადდა. ამ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ში დაარსდა პირველი საენტოლოგიოური ეკლესია.

ყოველი საენტოლოგის ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს ორგანიზაცია. ის ან მუშაობს საენტოლოგიის ერთ-ერთ ფილიალში (ან ფირმაში), ან დადის კურსებზე. კურსებზე სიარული აუცილებელია. მათი თანმიმდევრობა უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად იზრდება ფასიც მანამ, ვიდრე საენტოლოგიის მსხვერპლის მთელი ქონება ორგანიზაციის ანგარიშზე არ გადავა. სრულ გაკოტრებამდე მისული ადამიანი რჩება ქუჩაში უნუგეშოდ; მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მმართველი სისტემისკენ გზის გაკვლევას.

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტა, უკვე 40 წელია, საენტოლოგიის სექტის მიმდევარია. 2000 წელს კი, მას შემდეგ, რაც ტრავოლტა, ფილმში, ბრძოლის ველი: დედამიწა, მთავარ როლს ასრულებდა, რომელიც ჰაბარდის ერთ-ერთი რომანის მიხედვით გადაიღეს, პროდიუსერი გახდა. ტრავოლტას თქმით, საენტოლოგიურმა ეკლესიას წყალობით, ის ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს. ამბობენ, რომ მსახიობმა, ტოტალიტალური სექტის დატოვება ბევრჯერ გადაწყვიტა, მაგრამ იმის გამო, რომ მან მრავალი ინტიმური საიდუმლო იცის, არ მისცეს უფლება. მისი მეუღლე, მსახიობი, კელი პრესტონია, რომლის სექსუალური ორიენტაციაც, დღემდე ეჭვის ქვეშ დგას. 2009 წელს, ტრავოლტას, 16 წლის ვაჟი, ჯეტი გარდაეცვალა, რომლის მიზეზი, სასუნთქი გზების უცნაური დაავადება, კავასაკი-ის სინდრომი გახდა. ამბობდნენ, რომ მამა, ტრადიციულ მედიცინას უარყოფდა და თვითნასწავლი მეცნიერების რიტუალის საშუალებით, მკურნალობდა.

ჯონ ტრავოლტამ  საენტოლოგიის ეკლესიში, ელვის პრესლის ქვრივი - პრისცილა პრესლი წაიყვანა. მან კი, ლიზა მარია - პრესლის გოგონა. ამბობენ, რომ სექტის სასულიერო წარმომადგენლები, როკ-ენროლის მეფეს, ელვის პრესლისაც სთავაზობდნენ, სექტაში გაწევრიანებას, მაგრამ მან, ამ შეთავაზებაზე, უარი განაცხადა. 

ცნობილია, რომ ელვის პრესლის ქალიშვილი, ლიზა მარია,  ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და ამის გამო, მას არც ერთ სასწავლო დაწესებულებაში არ იღებდნენ. მისი დედის, პრისცილას თქმით, სწორედ საენტოლოგია დაეხმარა მას, თვითდამკვიდრებაში.  ამბობენ, რომ მისი მეორე ქმარი, მაიკლ ჯექსონი, დიდხანს ცდილობდა, რომ ლიზას ეკლესია დაეტოვებინა, მაგრამ უშედეგოდ.   დღეს, მის სიცოცხლეს და ფინანსებს, მისი წმინდა ანგელოზები განაგებენ.

ცნობილი ვარსკვლავი, მსახიობი ტომ კრუზი, ცნობილია, რომ 1990 წლიდან, საენტოლოგიის სექტის წევრია. სეტაში პირველად, მისი პირველი ცოლი, მიმი რიჯერსი გააწევრიანა. კრუზმა, უამრავი ქონება და ფინანსები, შესწირა ეკლესიას. ამ დრომდე, ეკლესია, არ აძლევს მსახიობს, პირადი ცხოვრების უფლებას. ტომის, მეორე ცოლი კი, ნიკოლ კიდმანი, ცნობილია, რომ არ დათანხმდა კრუზს, სექტაში გაწევრიანებაზე. წყვილის განქორწინების შემდეგ, ტომის მესამე მეუღლე, კეტი ჰოლმსი, რომელიც დათახმდა, ეკლესიის წესების მიხედვით, ქალიშვილის, სურის, დაბადებაზე, მისი ცხოვრების  შესახებ, არაფერს არ ამბობს და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ, ინფორმაციას, საიდუმლოდ ინახავს.   

კეტი, ექვსი წლის განმავლობაში, 2006-2012 წლამდე, სექტის წევრად ითვლებოდა, შემდეგ კი, მოახერხა და ეკლესის სთხოვა, სექტის დატოვება. ეკლესიამ თანხმობა მისცა. 

კრუზი, დღემდე მარტოხელა მამაკაცის ამპლუაში ცხოვრობს, ამბობენ, რომ მან ჯერჯერობით, ვერ იპოვა, ისეთი მეორე ნახევარი, რომელიც მასთან ერთად, საენტოლოგიის სექტის წევრი გახდება.

შეგახსენებთ, რომ დიანეტიკა, როგორც საენტოლოგიის ნაწილი, მისი ავტორისა და სექტის წევრთა წარმომადგენლების მიხედვით, არის მეცნიერება, რომელიც განმარტავს და ხსნის, ადამიანის აზროვნების ფუნქციასა და აგებულებას. ადამიანი შედგება სხეულისაგან, გონებისაგან (Mind) და ტეტანისაგან (Tetan) ანუ სულისაგან. უმთავრესი ადამიანში არის ტეტანი (სული), ვინაიდან ის უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეძებს ახალ სხეულს.

დიანეტიკის მიხედვით, ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია, „გადარჩენა“. ადამიანური ცხოვრების ისტორია, ესაა „გადარჩენათა“ თანმიმდევრობა.

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე