ბრიტანეთის სამეფოს პრინცები უილიამი და ჰარი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან

15:16 03-15-2018
556

ბრიტანეთის სამეფოს პრინცები, უილიამი და ჰარი, რომლებიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან, რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად ჩასვლას გეგმავდნენ. პრინცებმა, დაგეგმილი მოგზაურობა, მოულოდნელად შეცვალეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის წევრები და სამეფო წარმომადგენლები, მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებასთან დაკავშირებით, უარს აცხადებენ.  პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დემონსტრაციული უარის მიზეზი, ბრიტანეთს და რუსეთს შორის შექმნილი პოლიტიკური სკანდალია. 

The Daily Telegraph- ის ინფორმაციით, ბუკინჰემის სასახლის წყაროს ცნობით, პრინცი უილიამი და ჰარი, ოჯახური მიზეზების გამო, არც კი გეგმავდნენ, რუსეთში გამგზავრებას:

პრინცი ჰარის, ქორწილის ცერემონია აქვს მაისში დაგეგმილი და შემდეგ, საქორწინო მოგზაურობაში მიემგზავრება, ხოლო მისი უფროსი ძმა, უილიამი, მესამე შვილის დაბადებას ელოდება და შემდეგ, გეგმაში აქვს ისრაელში, იორდანიაში და პალესტინაში გამგზავრება -  ამბობენ ბუკინჰემის სასახლის წარმომადგენლები.   

ავტორი: რუსა ღვანიძე