სკანდალი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გრძელდება - პორნოვარსკვლავმა თანხის უკან დაბრუნება გადაწყვიტა

17:42 03-15-2018
475

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და პორნოვარსკვლავს შორის, დაწყებული სკანდალი, გრძელდება. პრეზიდენტს, ზრდასრულთათვის განკუთვნილი პორნოფილმების  მსახიობთან, 38 წლის სტეფანი კლიფორდთან, რომლის რეალური სახელი და გვარი, სტორმი დენიელსია,  ინტიმურ კავშირში ადანაშაულებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-მა, სკანდალური მასალა გამოაქვეყნა.  გაზეთის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის, პირადმა ადვოკატმა, ყოფილ პორნოვარსკვლავს, 130 000 დოლარი გადაუხადა, 2016 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ერთი თვით ადრე, რომ დუმილი შეენარჩუნებინა, მის და ტრამპს შორის არსებული, ინტიმური ურთიერთობის შესახებ.

როგორც გამოცემა იუწყება, მან მეგობრებს უამბო, რომ მილიონერ ბიზნესმენთან, სექსუალური კავშირი, 2006 წლის ივლისში შედგა, როცა ერთმანეთს, გოლფის ტურნირზე შეხვდნენ. კლიფორდი, მაშინ 28 წლის იყო, ტრამპი კი 58 წლის. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრეზიდენტი, უკვე ქორწინებაში იყო, მის ახლანდელ მეუღლესთან, მელანია ტრამპთან - წყვილი, ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობის დროს, ერთი წლის დაქორწინებული იყო. აღსანიშნავია, რომ სკანდალი, იმ პერიოდში მოხდა, როცა, მელანია, მათ ვაჟზე, ბერონზე იყო ფეხმძიმედ.  ცნობილია, რომ ბოლო წლებში, ტრამპმა, მის წინააღმდეგ, რამდენიმე სექსუალური ხასიათის ბრალდება, უარყო.

რამდენიმე დღის წინ კი, სტეფანიმ (სტორმი დენიელსი) გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2018 წლის 16 მარტამდე, პრეზიდენტს, დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხა, 130 000 დოლარი, უკან დაუბრუნოს.

კლიფორდს, სურვილი აქვს, რომ ყველა საიდუმლოს ფარდა ახადოს და მათ შორის გამართულ ინტრიგებზე, ღიად ისაუბროს. გუშინ, მისმა ადვოკატმა, პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა და ჩვენების შეცვლა და დუმილის დარღვევა შეატყობინა.

სავარაუდოდ, ტრამპი, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ფაქტია, რომ თუ პრეზიდენტი, თანხას დაიბრუნებს, ამ საიდუმლოებით მოცულ სკანდალში, მხილებული იქნება. სტორმის კი, საშუალება მიეცემა, რომ მათ შორის სკანდალური, საიდუმლო ფაქტების ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნოს. ხოლო, თუ პრეზიდენტი, თანხის დაბრუნებაზე, უარს განაცხადებს, მათ შორის დაწყებული სკანდალი, უკვე, ეჭვის ქვეშ დადგება. 

იხ. ფოტოები:

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე