თბილისის მერიაში თბილისის მერიისა და კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი.
თბილისის მერიამ 13 მარტს განაცხადა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტს 10 აპრილიდან გაწყვეტს. თბილისის მერია და „სითი პარკი“ შესაძლოა ერთმანეთს არბიტრაჟში დაუპირისპირდნენ. კომპანია კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვს. თავის მხრივ, დედაქალქის მერიაში ამბობენ, რომ „სითი პარკმა“ თვითონ დაარღვია კონტრაქტის პირობები და კომპენსაციაც არ ერგება.