საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა.
სახალხო დამცველის განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის.
"სახალხო დამცველმა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება", - აცხადებენ სახალხო დამცველის პარატში.