სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - აღნიშნულია განცხადებაში.