თბილისის ვიცე-მერი დარწუნებულია, რომ თბილისის მერიას კომპანია "სითი პარკისთვის" კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს.
ამის შესახებ ხმალაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა.
"შეხვედრის აზრი არის ის, რომ ტექნიკური საკითხები მოგვარდეს კომპანიასთან, რათა 10 აპრილიდან შეუფერხებლად შევძლოთ მუშაობის გაგრძელება. რაც შეეხება კომპენსაციას, არანაირი კომპენსაციის გადახდას არ ვაპირებთ", - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის მერიამ 13 მარტს განაცხადა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტს 10 აპრილიდან გაწყვეტს. თბილისის მერია და „სითი პარკი“ შესაძლოა ერთმანეთს არბიტრაჟში დაუპირისპირდნენ. კომპანია კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვს. თავის მხრივ, დედაქალქის მერიაში ამბობენ, რომ „სითი პარკმა“ თვითონ დაარღვია კონტრაქტის პირობები და კომპენსაციაც არ ერგება.