ბრაზილიელი ფეხბურთელი, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბის, პარი სენ-ჟერმენსისდა ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, ქორწინდება. მისი რჩეული, მსახიობი და ფოტომოდელი, ტელეწამყვანი, ბრუნო მარკეზინია.
ინფორმაციას, წყვილის ნიშნობის შესახებ, ბრაზილიური პრესა Folha de Pernambuco აქვეყნებს. სტატიის ავტორმა, ქორწილის დეტალების შესახებ, ფეხბურთელის ახლობლებისგან და მეგობრებისგან შეიტყო. ნეიმარის და ბრუნოს ქორწილის ცერემონია, ზაფხულში, ბრაზილიაში, კუნძულ ფერნენდუ-დი-ნორონიაზე დაიგეგმა, სადაც წყვილს პირველი რომანტიკული შეხვედრა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი და ბრუნო, ერთმანეთს, 2012 წლიდან ხვდებიან. 2 წლის შემდეგ, მათი გზები გაიყარა და წყვილს, ახალი სასიყვარულო რომანები ჰქონდა რომლებიც დიდხანს არ გაგრძელებულა. 2016 წელს, წყვილი ისვ შერიგდა, მაგრამ მალე კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს. გასული წლის დეკემბერში, ფეხბურთელი და მოდელი, კვლავ შერიგდნენ და ამჯერად, დაქორწინება გადაწყვიტეს. გაცნობებთ, რომ ნეიმარი, 19 წლის ასაკში, ვაჟის მამა გახდა, რომელსაც დავიდ ლუკი დაარქვა.
.