"გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა.." - მთის კურორტების განვითარების კომპანია

LIVE UPDATE
154
თეგები: გუდაური

გუდაურში საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ გაავრცელა.

კომპანიის ცნობით, დილით მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა.

ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი საბაგიროები. ამ საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება, - ეწერა კომპანიის განცხადებაში.

გუდაურში საბაგიროების მუშაობა 1 დღეში, 12 მარტს აღდგა. გუშინ მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. ამ ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა,  – აღნიშნული იყო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე