გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო დაშავებული 3 ადამიანი ამ დროისათვის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოჰყავთ. მათი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
ერთ-ერთი დაშავებულის გადმოყვანა ვერტმფრენით იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, მისი გადმოყვანა რეანომობილით გადაწყდა.
"პრაიმტაიმის" გადამღები ჯგუფი ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება და სულ მალე უახლეს ამბებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.