ჯენიფერ ენისტონის ახალი რომანი - 25 წლის კანადელი მხატვარი და ბავშვობის მეგობარი სელენა გომესი

17:15 03-16-2018
1871

ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ განქორწინდნენ. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 49 წლის ჯენიფერს, კანადელ მხატვართან, 25 წლის პეტრა კოლინზთან, რომელის სელენა გომესის ახლო მეგობარია, რომანი აქვს.

აღმოჩნდა, რომ ენისტონი და სელენა გომესიც, ბავშვობის მეგობრები არიან. მსახიობი, დიდი ხანია, ჯენის, დიდი თაყვანისმცემელია. ამბობენ რომ გომესი, სერიალში ჯადოქრები ვეივერლი პლეისიდან, ენისტონის სტილს და მანერებს იყენებს. 

just Jared-ის წყაროს ცნობით, მათი ურთიერთობის შესახებ, სელენამ, კომენტარი გააკეთა. მსახიობი, იხსენებს, რომ პირველად ჯენიფერს, 2008 წელს, Women In Film Cristal and Lucy Avards-ის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდა. გომესი, იმ დროს, 16 წლის იყო. მას შემდეგ, მსახიობები დამეგობრდნენ. ჯენიფერი, სელენას ყოველთვის კარგ რჩევებს აძლევდა, რომელიც მსახიობს, ცხოვრებაში და კარიერაში გამოადგა. ის აცხადებს, რომ ჯენიფერის გარეშე, პოპულარურობას და მწვერვალების დაპყრობას, ვერ შესძლებდა. 

ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრობა, სელენას დაეხმარება, ცხოვრების ერთადერთი და საყვარელი ადამიანის პოვნაში, რომალთან ერთად, მთელ ცხოვრებას გაატარებს და  მასთან ერთად წავა, ამ ქვეყნიდან - განაცხადა ჯენიფერ ენისტონმა. 

იხ. ფოტოები: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე