„ჯორჯიან მანგანეზი“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 50 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის სიაში მოხვდა

19:34 03-17-2018
92

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 50 უმსხვილესი ინვესტორი სამრეწველო კომპანიის სიაში მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. სიაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები შედიან. 2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.