ამერიკელი სენატორები ტრამპისგან რუსული გაზსადენის ბლოკირებას მოითხოვენ

20:51 03-17-2018
72

აშშ-ის სენატორები ორივე პარტიიდან პრეზიდენტ ტრამპისგან რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" ბლოკირებას მოითხოვენ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კვლავ მიმდინარეობს გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" პროექტის მუშაობა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" განხორციელებისა და მოვითხოვთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ამ მილსადენის მშენებლობა შეჩერდეს," - წერენ სენატორები აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯონ სალივანის მიმართ გაგზავნილ წერილში.

სენატორებს მიაჩნიათ, რომ გაზსადენის აშენების შემთხვევაში აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდებიან რუსეთის ბოროტგანზრახულ გავლენაზე.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2" გულისხმობს რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით 2 მილსადების აშენებას.