ბოლო მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,75% უკვე დაამუშავა.
მეორე ადგილზეა პაველ გრუდინინი, რომელსაც ამომრჩევლების 11,80%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს 5,67 %-ით ვლადიმერ ჟირინოვსკი იკავებს. ქსენია სობჩამა კი ხმების 1,67 % მიიღო.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობამ 67 % შეადგინა.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძოდა.
ლილუ მიროტაძე