სამსახურში კოლეგის მიერ გაუპატიურებაში დადანაშაულებულმა ბრიტანელმა როს ბალოკმა თავი ავტოსადგომში მოიკლა. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ მისთვის ერთწლიანი ჯოჯოხეთი დასრულდა.
ამის შესახებ Daily Mail წერს.
38 წლის ბალოკი 2015 წელს დააკავეს. მან ციხეში 1 თვე გაატარა. გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ საქმე შეაჩერეს, თუმცა ბალოკი გააფრთხილეს, რომ მას ოფიციალური ბრალი შესაძლოა გვიან წაუყენონ. ამასთან, მისთვის ბრალი არ დაუმტკიცებიათ.
ბალოკის მშობლების შვილის სუიციდზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ პოლიციას აკისრებენ. კაცის დედის თქმით, ბრალდებამ მისი შვილი სამუდამოდ შეცვალა.