16 მარტს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო, ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ავარიის გამომწვევ მიზეზად, ტურისტები, მუხრუჭების გაუმართაობას და ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნას ასახელებდნენ.
ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია, გუდაურში მომხდარ ავარიას ეხმაურება და ვიდეორგოლს აქვეყნებს.
ლელა კაკულია გუდაურის შესახებ:
"ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, გუდაურთან დაკავშირებით: ამას ექსპერტები და (შესაბამისი) სტრუქტურები შეისწავლიან. იქ არ არის, ისეთი დარღვევა, რასაც ჰქვია გაუმართაობა. ბევრი რამ ამოტივტივდება. მე ამას, პატარა ტერაქტს დავარქმევდი, იმიტომ რომ ასე ვხედავ.
მაგრამ მომავალში, გუდაური, ყველაზე საყვარელი ადგილი იქნება ევროპისთვის, ამერიკისთვის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის და ყველასთვის!
ჩვენ მიმართ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, რომლებსაც შური ახრჩობთ, საქართველოს მიღწევების გამო, არაფერი გამოუვათ. ეს ასეა!“ - ამბობს ლელა კაკულია.
იხ ვიდეორგოლი: