"დევდარიანი ადასტურებს სექსუალური შევიწროების ფაქტებს..." - ირინა ტორონჯაძე

13:48 03-19-2018
1930

უფლებადამცველი და ბლოგერი ირინა ტორონჯაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლებმა დამნაშავე ამხილეს.

როგორც ტორონჯაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა, მას სჯერა იმ ქალების, რომლებმაც უფლებადაცმველ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს და ფიქრობს, რომ ფაქტები თავად დევდარიანმაც დაადასტურა საპასუხო წერილში. 

"რაც შეეხება ამ ბრალდებების საფუძვლიანობას, პირველ რიგში იმით უნდა დავიწყოთ, რომ ის ადამიანები, ვინც წერენ და არიან 8-10 ქალბატონი, იდენტიფიცირებულები არიან. ანონიმურობასთან არ გვაქვს საქმე. არ ხდება უბრალოდ გასაჯაროება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჩივარის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირების მიერ იდენტიფიცირება მოხდება ამ ადამიანების. მომხრე ვარ იმ პრეცენდენტის შექმნის, რომ სექსუალური შევიწროება უნდა იყოს სამარცხვინო, დანაშაულად აღაირებული და იმიჯის შემლახველი და როდესაც ამ კანონპროექტზე ვსაუბრობთ, რომ ხდება ასეთი რაღაცები, მითუმეტეს სამსახურეობრივ სიტუაციაში ბევრი მამაკაცი იყენებს თავის ძალაუფლებას ამ მიზნებისთვის, კარგი იქნება, რომ ეს იყოს იმის პრეცედენტი, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება", - განაცხადა ტორონჯაძემ.

მისი თქმით, მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ქალებმა ხმა ამოიღეს. 

"მთავარი აქ არის ის, რომ ვაღიაროთ, რომ სექსუალური შევიწროება დანაშაულია. აქამდე საუბრობენ, რომ მერე რა მოხდა. მივესალმები იმას, რომ ქალებმა ხმა ამოიღეს. ის ქალები, რომლებიც სულაც არ არიან შეიძლება ცნობადები, მაგრამ მიხვდნენ, რომ ასეც უნდა იყოს. ჩემი მეუღლე რომ იყოს მხილებული ასეთ საქციელში, მიუღებელი იქნებოდა. არავის პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხდება საჯარო პირს, საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატს, უნდა ჰქონდეს საზოგადოებას თავისი სტანდარტები და ყველა ის პირი უნდა პასუხობდეს ამ სტანდარტს, რომელიც მომავალში ან ახლა, აპირებს დაიკავოს გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია. შესაბამისად, სწორი იყო საზოგადოების რეაქცია და მხილება. თქვენ ალბათ წაიკითხეთ დევდარიანის საპასუხო წერილი, ფაქტობრივად ადასტურებს ამას, უბრალოდ იქ ოდნავ სხვა ინტერპრეტაციას აძლევს ამბავს, ამიტომ აქ მჯერა-არმჯერაც აღარ არის. ეს ადამიანი თვითონ ამბობს, რომ ასე იყო, უბრალოდ თავისი აღქმა აქვს ისტორიის. დევდარიანის წერილის გარეშეც ვენდობოდი ამ ქალებს, რადგან ასე, ამდენი ქალი შეიკრიბა და ტყუილი მოიფიქრა, არ არსებობს. ფაქტები არის პირდაპირი", - აღნიშნა ტორონჯაძემ.

"ქალთა მოძრაობამ" საზმაუს ბორდის კანდიდატად წარდგენილი ზვიად დევდარიანი 10-მდე სექსუალური შევიწროების ფაქტზე ამხილა. განცხადებიდან რამდენიმე საათში დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. 

16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა. სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე